|
2020-12-11 14:46:55, 684 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ბურჯანაძე, უგულავა და ბოკერი ამბობენ მანდატები დავხიოთო, რა უბედურებაა?
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც ოპოზიცია ერთი ხელით მანდატებს ხევს და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდის. როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შეთანხმებას ყველა პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს და პარ;ლამენტშ შევიდეს. „პიონერთა სასახლეში ძალიან უხერხული რამ ხდება. შეიკრიბნენ და ამბობენ, მანდატები უნდა დავხიოთო. ძალიან სასაცილოა, რომ ბურჯანაძე, ბოკერია, უგულავა, რომლებსაც მანდატები არ აქვთ, მივიდნენ და მანდატები დავხიოთო ამბობენ, ჯერ ეს რა უბედურებაა? თან ამბობენ, რომ მანდატებს ვხევთო და თან ამბობენ, რომ მოლაპარაკებებზე უნდა წამოვიდეთო. მოლაპარაკებაზე რაზეა საუბარი იცით? თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ ყველანი, ისინიც, ვინც დღეს მანდატებს ხევენ და უხერხული არ არის? სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო? მე არც პიონერთა სასახლის ეზოში ვზივარ და არც პარლამენტში ვარ. რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არ შევიდოდი, მე არ მითქვამს პარლამენტში შესვლა მინდა და არიქა გავრბივართქო, მე ვთქვი, რომ არის რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)