14:52 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 18:23:34, 694 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები სათანადო რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილნი

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში ოპოზიციის წევრები აუცილებლად იქნებიან სათანადო რაოდენობით წარმოდგენილნი.

კობახიძეს უჭირს პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემადგენლობით იქნება ხვალ წარდგენილი პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

„გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება რა შემადგენლობით წარიმართება ხვალინდელი სხდომა. ჩვენი დეპუტატები იქნებიან უკლებრივ წარმოდგენილი დარბაზში. რაც შეეხება პროცესს, ამაზე შემიძლია განცხადება გავაკეთო, პროცესი გრძელდება და ამ პროცესის საფუძველზე ოპოზიციონერი დეპუტატები აუცილებლად იქნებიან სათანადო რაოდენობით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics