14:51 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 16:40:52, 693 ნახვა

პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მანდატებზე უარს აცხადებს

„სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტია მანდატებზე უარს აცხადებს, სიასაც ჩახსნის, შესაბამისი მოთხოვნით კი ცესკოს ხვალ მიმართავს.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას კვლავ მიიღებენ.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება ეს არის არა გამარჯვება, არამედ ვფიქრობ რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და უზარმაზარი მარცხი ქართული დემოკრატიის, რომელიც ქვეყანაში არის. ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ისევე, როგორც ყოველთვის გვექნება დამოუკიდებელი პოზიცია და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეტი და მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების ვინც ფიქრობენ რომ ქვეყნის აღმშენებლობაში უნდა ჩაერთონ. ხვალ მივმართავთ ჩვენ ცესკოს მანდატებზეც უარს ვიტყვით, სიასაც ჩავხსნით, ერთსულოვანია ამაში ჩვენი გადაწყვეტილება. მოლაპარაკებებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, იმედი მაქვს რომ შემდეგი რაუნდი გაიმართება და მძიმე ვითარებას ყველა კარგად გაიაზრებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics