23:44 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 14:55:27, 448 ნახვა

საზოგადოება
20 წარმატებულ კურსდამთავრებულს გარემოსდაცვითი მმართველის კვალიფიკაცია მიენიჭა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში დისტანციური სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა. ერთკვირიანი სასწავლო პროგრამის 20 წარმატებულ კურსდამთავრებულს გარემოსდაცვითი მმართველის კვალიფიკაცია მიენიჭა.

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად, კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, ხოლო 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირის - გარემოსდაცვითი მმართველის ყოლის ვალდებულება ეკისრებათ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, სასწავლო კურსის „გარემოსდაცვითი მმართველი“ ფარგლებში, დაინტერესებული პირების მომზადება 2015 წლიდან დაიწყო.  დღეისათვის, ცენტრის მიერ, ჯამში, 450-მდე პირია გადამზადებული, რომელთა უმრავლესობა (80%) გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზეა დასაქმებული.

სასწავლო პროგრამა კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულებისა და მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შექმნილ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics