|
2020-12-08 10:23:39, 555 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მზად ვარ მოლაპარაკების იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკების იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება. ელჩი სიფრთხილეს ამჯობინებს და არ აცხადებს იმის შესახებ, თუ რამდენად ოპტიმისტურადაა განწყობილი მოლაპარაკების მიმართ. „საკმაოდ კარგი დისკუსია გვქონდა. განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას აწუხებს. იმედი მაქვს, კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მალე მივალთ, რაც ყველასათვის სასარგებლო იქნება. რაც შეეხება იმას, რამდენად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, უნდა გითხრათ, რომ სიფრთხილეს ვამჯობინებ და ვიმედოვნებ, რომ ყველა მონაწილე გამოიჩენს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, რათა საბოლოოდ სწორი და ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)