12:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 17:12:12, 591 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, ოპოზიციასთან შეთანხმებას კვირის ბოლომდე მივაღწევთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგება.

მისი თქმით, ოპოზიციასთან შეთახმების საბოლოო ვადად პარლამენტის პირველი სხდომის დღე მიიჩნევა, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

„გაგრძელდება ეს პროცესი. ალბათ, ხვალაც შედგება ეს შეხვედრა და ჩვენ დიდი იმედი გავქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება ეს შეთანხმება. ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზე, ეს ყველასთვის ცნობილია და ის უკავშირდება ხელახალ არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საფუძველს, დროც ბევრი არ არის დარჩენილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არის საჭირო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. განწყობა იყო საქმიანი და საქმიანად განვეწყვეთ ყველანი. შეიძლება ზოგიერთებს აქვთ პესიმისტური განწყობა, მაგრამ ჩემი განწყობა არის ოპტიმისტური. მე მგონია, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. არსებობს შეთანხმების დედლაინი, რომელიც არის პარლამენტის პირველი სხდომის დღე. გამომდინარე იქიდან, რომ კვირის ბოლომდე ყველა შემთხვევაში უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, ბუნებრივია, არსებობს ეს ვადა. ამ ვადის ფარგლებში იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics