|
2020-12-07 15:15:43, 749 ნახვა
კომენტარი
გენადი არველაძე - საქართველომ შეძლო დაბალანსებული მიდგომით თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ზარალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-19 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას გენადი არველაძემ განაცხადა, რომ „პანდემიამ შეაფერხა საქართველოს პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორია, თუმცა დიდი გლობალური გამოწვევის პირობებში, საქართველომ შეძლო ეფექტურად ეპასუხა ამ შოკისთვის და დაბალანსებული მიდგომით თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ზარალი, ერთი მხრივ ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერითა და მეორე მხრივ, მისი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით". მან ასევე ხაზი გაუსვა CAREC – ის წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ ძალისხმევას და კოორდინირებული პოლიტიკის მნიშვნელობას პოსტკოვიდურ სამყაროში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და რეგიონული ინტეგრაციის გზის გასაგრძელებლად. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ბოლო ორი წლის განმავლობაში CAREC–ის სტრატეგია 2030 – ის სწრაფი და პროგრესული განხორციელების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა საბაჟო პროცედურების გამარტივების შემდგომ საჭირო ნაბიჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქონლის უწყვეტი გადაადგილება CAREC-ის სატრანსპორტო დერეფანში. გენადი არველაძის თქმით, ამ მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრირებული საზღვრის მართვის კონცეფციის დანერგვით, რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის 100% განხორციელებით. მისი თქმით, ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს დერეფნის ციფრული სისტემის განვითარებას. ტრანსპორტის სფეროში ციფრული სისტემების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პანდემიის არსებობის ფონზე. გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა CAREC - ის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებს და პროგრამებს რეგიონში მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისათვის. „პანდემია, სავარაუდოდ, შექმნის ახალ მიდგომებს და ტენდენციებს, მათ შორის გაზრდის ადგილობრივი და რეგიონული ტურიზმის მნიშვნელობას. ტურიზმის რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განმტკიცებას, ამით რეგიონის იმიჯის ამაღლებას უცხოელი ვიზიტორების და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით", - განაცხადა მან. მინისტრის მოადგილე ასევე მიესალმა CAREC - ის 2030 გენდერის სტრატეგიის მიღებას, სტრატეგიაში წარმოდგენილი მიდგომები უნივერსალური და ინკლუზიურია, მოიცავს გენდერული თანასწორობის ფართო სპექტრს. საქართველო CAREC-ის რეგიონული ორგანიზაციის წევრია 2016 წლის ოქტომბრიდან. ამ ორგანიზაციაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩინეთი. სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, CAREC-ის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებთან ერთად ახალი სტრატეგიების დამატება, გააღრმავებს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებას, სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გაზრდას, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)