03:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 16:20:10, 583 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - 112-ში დღეს ოპერატორების ოდენობა გასამმაგებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა მედიის კითხვებს უპასუხა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე უფრო მეტი მოქალაქე რეკავს 112-ში, შესაბამისად 112-ში ოპერატორების რაოდენობა გასამაგებულია და იგეგმება მათი რიცხვის გაზრდა.

„დღეს გავეცანით, რა პრობლემებია 112-ის მიმართულებით. იცით, რომ ზარებზე მომლოდინე რეჟიმი გაიზარდა, სწრაფი ტესტების დაწყებიდან, ორი დღის წინ რაც დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7 წუთზე, 5 წუთზე ან 6 წუთზე. არის შემთხვევები, როცა უფრო მეტია ოჯახის ექიმთან დაკავშირების ლოდინი.

რაც შეეხება რას ვაკეთებთ, გვინდა, რომ უფრო გავამარტივოთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, როგორც სასწრაფო-სამედიცინო მიმართულებით, ასევე ოჯახის ექიმის მიმართულებით. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი ოპერატორები. დღეს ოპერატორების ოდენობა დაახლებით გასამმაგებულია, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში, გასამმაგებულ რეჟიმში მუშაობენ ოპერატორები. დღეს 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის, 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, რა თქმა უნდა, ეს ზარები შემცირდება და უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, -  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics