03:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 15:27:07, 534 ნახვა

კომენტარი
მიხეილ დუნდუა კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციაზე - ეს მიუთითებს ქვეყნის მაღალ რეპუტაციაზე

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და მიუთითებს საქართველოს მაღალ რეპუტაციაზე კორუფციული რისკისგან თავისუფლების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ისეთი მთავარი ქვეკომპონენტის მიხედვით, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისგან თავისუფლება" საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

„ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება იმ მიმართულებით, რომ საქართველოში შემოვა მეტი ინვესტიცია. დღეს, ქვეყანაში დაცულია ბიზნესი, დაცულია ინვესტორთა უფლებები  და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, მისი რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებასა და საბოლოო ჯამში,  ეკონომიკურ კეთილდღეობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ  შეფასება გაიუმჯობესა და მსოფლიოში 28-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულშია. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics