01:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 16:01:39, 607 ნახვა

რეგიონი
ჭვანის ხეობის ტურისტულ განვითარებაზე მუშაობა გრძელდება

აჭარაში, ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება.  ხეობის ტურისტული ზონის განვითარების გეგმის მიხედვით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ბილიკის მოწყობა ხაბელაშვილების სამასწლოვანი თაღოვანი ხიდიდან წისქვილების სოფლამდე იგეგმება. ტურისტული პროდუქტი, რომლის დაპროექტებაც ახლა მიმდინარეობს, მთიანაჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ადგილს შექმნის. ტურისტულ ზონაში ვიზიტორთა ცენტრი, გასართობი ატრაქციები, თავშესაფრები, ტურისტული ბილიკები და საფესტივალე სივრცე მოეწყობა. ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევა და კონცეფცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. პროექტის განხორციელებას კი   აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს.

ჭვანის ხეობა, ბათუმიდან 58 კილომეტრში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის

რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებითაა გამორჩეული. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ აღსაღნიშნავი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics