04:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 15:27:32, 626 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარიას განცხადებით, აბაშიძემ კარასინთან ერთად დაგმო 20 ივნისის მოვლენები

აბაშიძემ კარასინთან ერთად დაგმო 20 ივნისის მოვლენები, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციას.

მისი თქმით, რუსეთი გამოხატავს კმაყოფილებას, რომ საქართველოს ხელისუფლება აღმოფხვრის მსგავს ანტირუსულ განწყობებს საქართველოში.

„აბაშიძემ, როგორც საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენელმა, კარასინთან ერთად, პრაქტიკულად დაგმო 20 ივნისის მოვლენები, გავრილოვის ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს თავზე დასმა, დაგმო როგორც ანტირუსული პროვოკაცია. რუსეთი გამოხატავს კმაყოფილებას, რომ ეს ხელისუფლება აღმოფხვრის მსგავს ანტირუსულ განწყობებს საქართველოში. სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისს ყველა ერთად შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ რუსეთი ჩვენ სახელმწიფოს ვერ წაგვართმევს და გავრილოვი ვერ იქნება ჩვენი პარლამენტის სკამში, აი ეს დაგმო აბაშიძემ ანუ საქართველოს სახელმწიფო  წარმომადგენელმა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა და რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ვიდეოკონფერენციის ფორმატში 2019 წლის ზაფხულში ანტირუსული პროვოკაციები განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics