09:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 23:35:51, 721 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა ოპოზიციაზე - ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ მეტი თანამშრომლობა არის საჭირო

„ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ მეტი თანამშრომლობა არის საჭირო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობის რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს შორის გაგრძელდება.

„ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ცალკე რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ოპოზიციამ და ცხადია, ერთის მხრივ, ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული, საერთაშორისო მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება კონსოლიდირებული ხედვა და მეორე მხრივ, ისე გამოვიდა, რომ ვლაპარაკობდით კოალიციაზე, მაგრამ წინასაარჩევნოდ ერთმანეთი დავხოცეთ.

და ახლა არჩევნები დამთავრდა და ისევ გვიწევს კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა ისიც დაგვანახა, რომ მეტი თანამშრომლობა არის საჭირო, მათ შორის ბლოკებიც წარმოიქმნება და იქნება თანამშრომლობის რეჟიმი ისეთი, რომ მომავალ კოალიციურ მუშაობას ჭირდება“, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics