03:46 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 16:07:01, 722 ნახვა

პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი - აუ, რამდენი ვართ!

ახლა იმ ფრაზას ვიტყვი, რომელსაც ფეისბუკში ხშირად ტროლები მიწერენ, აუ რამდენი ვართ!, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი, ხალხის ხმა, რუსმა ბელადმა, ბიძინა ივანიშვილმა წაიღო.

„როგორ იქნება მომავალი ჩვენი, როდესაც იმ მომავალს ბიუჯეტის მჭამელები მომავალს ართმევენ, რადგან შვილს განათლება რომ მისცე, სახსრები გჭირდება, სახსრები რომ გქონდეს, შენი ქვეყანა ძლიერი უნდა იყოს ეკონომიკით, ძლიერი რომ იყოს, ქვეყანაში კორუფცია არ უნდა ბუდობდეს, კორუფცია რომ არ იყოს კანონი და სამართალი უნდა იყოს ქვეყანაში, სახელმწიფო წაგვართვა, რადგან სამართლებრივ ენაზე რომ ვთქვათ, ხალხის ხმა, ანუ ხალხი - აი ეს სახლემწიფო, ხალხის ხმა რუსმა ბელადმა წაიღო, ჩვენ აქ თითეული თქვენთაგანი ხმის დასაცავად, ანუ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად ვართ. განა რითი გადარჩა 3 მილიონი ქართველი, როგორ მოვაღწიეთ აქამდე, ჩვენ საწყლები, ცოტანი, ნიჭიერნი, ახოვანნი, ტანადნი, ბრძოლით გადავრჩით და იმით, რომ ღირსებააყრილები არ ვიყავით და რომ არ ვართ, ახლა იმ ფრაზას ვიტყვი, რომელსაც ხშირად ტროლები ფეისბუქში მიწერენ ხოლმე, აუ რამდენი ვართ, ბევრნი ვართ, ბევრნი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics