07:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 13:03:57, 1672 ნახვა

ომი უკრაინაში
ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურადა.

ამის შესახებ ოქრუაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

„საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს.

სად აღარ "აღმინიშნავს" დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა.

წელს, ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალიმეთქი და მივიღე განსაკუთრებული - ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე.

ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ, 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები რომ არ ვიყო, აუცილებლად მოვიდოდი, თუმცა 8-ში მხოლოდ "იწყება" და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში.

უჩემოდ ბარიკადები არ იქნება...

მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics