|
2020-11-05 12:46:30, 463 ნახვა
საზოგადოება
თსუ-სა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით ლევილის მამულის ისტორიის შესახებ გამოცემა მომზადდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ლევილის მამულის ისტორიასთან დაკავშირებული ორენოვანი (ქართულ-ფრანგული) წიგნის ერთობლივად მომზადება და გამოცემაა. თანამშრომლობის დოკუმენტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს ხელი. ლევილის მამული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და მომდევნო პერიოდის შესახებ უამრავ მოგონებას, ინფორმაციას ინახავს. მათი გაცნობა უმნიშვნელოვანესია როგორც პირველი რესპუბლიკის თემის შემსწავლელი მკვლევრებისთვის და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ასევე ამ პერიოდის ისტორიის პოპულარიზაციისთვის. წიგნის ავტორი ტიერი ბერიშვილია – საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების, ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალი. გამოცემა ქართული ემიგრაციის 1921-2016 წლების პერიოდს მიეძღვნება. მასში აღწერილი იქნება ლევილის ქართული მამულის ისტორია – პირველი ემიგრაციის ჩასვლიდან, მამულის საქართველოსთვის გადმოცემამდე. ავტორისეული მოგონებების საშუალებით, მკითხველი გაეცნობა ქართველთა მამულში განვითარებულ პოლიტიკურ თუ ყოველდღიურ ისტორიებს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, 2016 წელს ხელი მოეწერა „ლევილის შატოსა და მამულის" საქართველოსთვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული საქართველოს დაუბრუნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობით არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2018 წელს ერთობლივად მომზადდა სამენოვანი (ქართულ-ფრანგულ-ინგლისური) გამოცემა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შესახებ.
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)