10:07 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 13:03:05, 1967 ნახვა

საზოგადოება
ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

პირბადეების ტარება ღია სივრეშიც სავალდებულო გახდა.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებშიც. ეს არის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალაქეებს ინფიცირებისგან", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთანავე, მინისტრმა დასძინა, რომ პირბადის არგამოყენებაზე ფულადი ჯარიმა გავრცელდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მოქალაქეები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics