|
2020-10-25 19:23:29, 738 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი - არჩევნების შემდეგ ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს ხელი უნდა გავუწოდოთ და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი
„არჩევნების შემდეგ ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს ხელი უნდა გავუწოდოთ და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მაჟორიტარად დავით კირკიტაძის წარდგენისას. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ყველამ უნდა დაივიწყოს ბოღმა, რომელიც დღემდე არის. „31 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს, დღევანდელ და გუშინდელ კრიტიკოსებს აუცილებლად უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ: დავივიწყოთ წარსული მტრობა, დავივიწყოთ ყველანაირი ბოღმა, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც თქვენ გაგვიკეთეთ ცუდი და მოდით ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გაერთიანდეს, საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი, მიუხედავად ყველაფრისა. ჩვენ ჩვენს თავში ვიპოვით ძალას, ჩვენ გვაქვს გამარჯვების ძალაც, პატიების ძალაც, დამარცხებული მოწინააღმდეგისათვის ხელის გაწოდების ძალაც, და ყველასთან ერთად ახალი საქართველოს აშენებიც ძალაც, ენერგიაც და გამოცდილებაც“ , - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)