22:37 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 11:47:57, 598 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - კონტრაქტი, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის, უფრო გაღრმავდა

"კონტრაქტი, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის, რა საკვირველია, უფრო გაღრმავდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს.

დეკანოიძემ შეახსენა პრემიერ გახარიას, რომ სამთავრობო სტატისტიკაშიც მომატებულია კრიმინალის რიცხვი და შემცირებულია გახსნილ საქმეთა რაოდენობა.

„უმძიმესი მდგომარეობა რომ არის კრიმინალური თვალსაზრისით ეს ფაქტია და არამხოლოდ წელს, მთელი ამ წლების მანძილზე. კონტრაქტი, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის, რა საკვირველია, უფრო გაღრმავდა. სწორედ ეს არის შედეგი, რომ ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა და მაგალითად სახელმწიფო ჩამოშლის პირდაპირი შემთხვევა, რომელიც იყო ზუგდიდში და დამნაშავე დაკავებული არაა. მე ბატონ გახარიას  შევახსენებ, რომ, არ ვიცი მან იცის თუ არა, თავისივე სტატისტიკაში, რომელიც სამთავრობო გვერდებზეა გამოქვეყნებული , მომატებულია კრიმინალური შემთხვევები და დაკლებულია გახსნილი საქმეები“, - განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics