21:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 18:03:39, 582 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი ბიზნესსექტორს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა

პრემიერი ბიზნესსექტორს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა.

ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ თუ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას რაიმე პრობლემა შეექმნება, თუნდაც მცირედი თანხის დროსაც, პრემიერი პირდაპირი ჩარევით მოაგვარებს.

„თითოეულ კონკრეტულ „ქეისში", კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ საკითხები და თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, პრემიერმა აღგვითქვა დახმარება, რომ ის პირადად ჩაერევა და ყველა ამ დაბრკოლებას აღმოფხვრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ 2021 წელს თუ რამეა გასაკეთებელი, ერთ-ერთი პირველი არის უცხოური ნაკადების შემოტანა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით და ამაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ამ მხრივ ძალიან ღირებული იყო მისი განცხადება. მინიმალურიც რომ იყოს ინვესტიცია, რომელიც შემოვა საქართველოში, თუ რაიმე ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას შევხვდებით ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მან აღგვითქვა ეს, მისი მხრიდან წამოვიდა, როგორი პატარაც არ უნდა იყოს თანხა, რომელიც ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში თითოეულ „ქეისს" დეტალურად შეისწავლიან, რომ აღმოიფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება და ბარიერი ამ კუთხით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ , - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics