21:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 15:33:12, 560 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - პოზიტიურია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება

„ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ექსპორტი 8,6 პროცენტით გაიზარდა და 332 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში მკვეთრად იზრდება ადგილობრივი ექსპორტი. მისი ზრდა სექტემბერში 27 პროცენტია, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა კი 240 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე ძალიან პოზიტიურია, რომ ჩვენ გვაქვს საქონლით სავაჭრო დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics