22:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 13:37:56, 568 ნახვა

ეკონომიკა
სასტუმრო „შერატონში“ ტონინო ლამბორგინის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

სასტუმრო „შერატონში" იტალიური ბრენდის - ტონინო ლამბორგინის (Tonino Lamborghini)  ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობის პარტნიორია თიბისი.

ტონინო ლამბორგინი იტალიური წარმომავლობის საერთაშორისო ბრენდია, რომლის პორტფოლიო სხვადასხვა ქვეყანაში ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ყავა, ჩაი, შოკოლადი, ენერგეტიკული და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიები, რესტორნები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და სხვა.

ბრენდის პრემიუმ კლასის პირველი კაფე-კიოსკი თბილისში უკვე ფუნქციონირებს. ტონინო ლამბორგინის პრემიუმ კლასის იტალიური ყავა საქართველოში 50-მდე ობიექტშია წარმოდგენილი, მათ შორის სასტუმროებში - „შერატონი", „ამბასადორი", „სევსამორა", ასევე სხვადასხვა რესტორნისა და საკვები ობიექტის ქსელებში.

ეტაპობრივად დაგეგმილია საქართველოში უახლოეს მომავალში Tonino Lamborghin-ის დამატებით პრემიუმ კლასის 5 კიოსკის, რესტორნის, ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიის გახსნა.

ბრენდის ხშირი მომხმარებლებისთვის Tonino Lamborghin Club Member ბარათიც შეიქმნა, რომლითაც ბრენდის ნებისმიერ პროდუქციაზე სპეციალური პირობები მოქმედებს. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics