22:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 11:24:54, 657 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9 პროცენტით შემცირდა

საქართველოში იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარს.

„2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარსექტემბერში, 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2015-2020 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით“, - განაცხადეს საქსტატში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics