|
2015-09-20 11:02:39, 533 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა ციხის თანამშრომლებს მადლობას უხდის
„დანამდვილებით ვიცი, ჩემთვის ტელევიზორის ყიდვის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. მან აქვე დასძინა, რომ მისთვის ტელევიზორის შეძენა ციხეში ჩასმას ნიშნავდა. უგულავამ ციხეში არსებულ პირობებზეც ისაუბრა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. აქვე ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ მისთვის და დანარჩენი ყოფილი მინისტრებისთვის, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, მათი სტატუსი შემაფერხებელია და არავითარ პრივილეგიას არ ანიჭებთ. „პირველ რიგში, მე ვისთანაც შეხება მქონდა, ვგულისხმობ თანამშრომლებს, პატიმრებთან შეხება იქ ერთმანეთთან არავის არ აქვს, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, აბსოლუტურად ყველას გულთან აქვთ მიტანილი და კარგად აქვთ გაცნობიერებული რასთან აქვთ საქმე. პირობები ჩვეულებრივია. ვიღაცას თუ წარმოდგენა აქვს, რომ ჩვენ ელიტარული პატიმრები ვართ არასწორია, პირიქით, ჩემი სტატუსი და სახელი და გვარი, თუნდაც სხვა მინისტრების, რომლებიც იქ სხედან, უფრო შემაფერხებელი გარემოებაა. მაგალითად 14 თვე მე არ მქონია ტელევიზორი. ტელევიზორი რა არის თუ პატიმარი იქცევა კარგად შეგიძლია მისცე მას ტელევიზორის ყიდვის უფლება. რამდენიმე დღის წინ მომიტანეს და დანამდვილებით ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმდა ბიძინა ივანიშვილთან. როდესაც მითხრეს, რომ შემეძლო ტელევიზორი შემეძინა, სიცილი ამიტყდა. ესეიგი ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ფორსირებულად, ჩამსვან და იფიქრეს, რომ საკონპესაციოდ ტელევიზორის ყიდვის უფლება მომცეს. 90 % პატიმრებისას ტელევიზორის ყიდვის საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)