18:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 16:43:31, 643 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, 2020-21 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს.

ბაქრაძის თქმით, ეს ბიუჯეტი, როგორც წინა წლებში, ახლაც არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. 

ბაქრაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან არის გარდამტეხი ცვლილებები.

„ქვეყანა არის ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი არის გადამტეხ ცვლილებებში. დღეს მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, სადაც არანაირი ცვლილება არ ხდება. დღევანდელი ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა წლებში, არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი. 

ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გააგრძელებს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც არ ამცირებს სამთავრობო ხარჯებს, გააგრძელებს მთავრობის კარგ პირობებში ცხოვრებას და გამოსავალს არ აძლევს მოსახლეობას, რომელიც ჩავარდნილა უკიდურეს ეკონომიკურ პრობლემაში. ამიტომ, ეს არის მდიდარი მთავრობის და ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე მოხდება გარდამტეხი ცვლილება და მომავალი კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად შეცვლის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს. 

ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ განხილვაში მონაწილეობა მივიღეთ იმის გამო, რომ მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, როგორ ზრუნავს "ქართული ოცნება" არჩევნების წინ საკუთარ თავზე, საკუთარ კომფორტზე, საკუთარ ძალაუფლებაზე და არჩევნების წინაც კი შემოტანილი ბიუჯეტი არ ასახავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას"- განაცხადა ბაქრაძემ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics