11:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 10:35:04, 763 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე დებატები აღარ გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის 15 ოქტომბერს დაგეგმილი მეორე საპრეზიდენტო დებატები აღარ გაიმართება.

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, კომისიამ აღნიშული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა ბაიდენთან ვირტუალურ ფორმატში დაგეგმილ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

საბოლოო დებატები 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვირტუალურ ფორმატში დაგეგმილი დებატები ტრამპსა და ბაიდენს შორის რიგით მეორე უნდა ყოფილიყო. პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დებატები კი მათ შორის 30 სექტემბერს გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics