15:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 11:55:24, 679 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საერთო ინტერესია, რეგიონისთვის მშვიდობის დაბრუნება.

„მე მინდა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მაგრამ ამასთანავე ქართველი საზოგადოების სახელით გამოვთქვა ღრმა მწუხარება იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულ კონფლიქტს მოჰყვა. მინდა მივმართო ჩვენი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათ შორის დიალოგი. მინდა მათ მოვუწოდო დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. ესაა ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა მივმართო მინსკის ჯგუფს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის მიმართ და მის თანათავმჯდომარეებს. მინდა მივმართო ევროკავშირს, რათა თავისი ძალები სიტუაციის დეესკალაციისთვის გამოიყენოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics