20:36 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 21:55:47, 805 ნახვა

საზოგადოება
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით გრანტი 170 დევნილს გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გრანტს 170 დევნილს გადასცემს. 
ამ ეტაპზე, კომისიამ გამარჯვებულები, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად,  3 პროგრამის ფარგლებში გამოავლინა. 

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა - თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2500 ლარის ღირებულების ტექნიკა და ხელსაწყოები  135 დევნილს გადაეცემა.   სახელობო იარაღები დევნილებმა საჭიროებების შესაბამისად, თავადვე შეარჩიეს. პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეეძლოთ.

ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა - საქმიანობის ხელშეწყობისა და გაფართოების მიზნით, 20 დევნილი  მეწარმე 4000-დან 7500-მდე ლარის ფარგლებში დაფინანსდება. მეწარმეები მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულებას იღებენ. პროგრამა სააგენტოსა და  საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AHH) თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. 

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა - სათბურის მოწყობის მიზნით, 15 დევნილი დაფინანსდება.  გრანტი მაქსიმალური ოდენობა 14 000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტი ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიენიჭათ. პროგრამა სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics