|
2020-10-01 19:05:09, 735 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე რჩება
თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ განცხადება საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ცერცვაძე მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამწერად დარჩება. „ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. იგი აგრძელებს კოვიდცენტრების მართვას. ხვალ ბატონი თენგიზი მიემგზავრება აჭარაში, სადაც ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნობა. გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერად. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე პრემიერსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ერთადერთი, მქონდა მასთან ორჯერ კომუნიკაცია. ტელეფონით საუბრისას მან მითხრა, რომ 7 საათისთვის იქნებოდა ის სამსახურში. მეორედ - ის მოვიდა და გადმომცა საზოგადოებისთვის მისი გეგმების შესახებ. დღეს ძალიან ბევრი კითხვები იყო, რომ ბატონი თენგიზი ვერ მოხდა მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არც არასდროს ჰქონია სურვილი თენგიზ ცერცვაძეს, რომ პარლამენტში მოხვედრილიყო“, - აღნიშნა გიორგი ბერიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)