|
2020-09-30 23:42:39, 673 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - საქართველო ნებისმიერი ბიზნესმენისთვის არის სამოთხე
„საქართველო ნებისმიერი ბიზნესმენისთვის არის სამოთხე“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნომენკლატურული ბიზნემენები აპირებემ პოზიციების დაბრუნებას. „მაშინ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლები და ეხლაც უნდათ იგივე მოხდეს. ხშირად იწერება, რომ ეს ადამიანები არიან, რომლებიც კარგად გრძნობენ სიო საით უბერავს და რადგან იქით გადახტნენ ესე იგი ოცნების საქმე ცუდად არის. სინამდვილეში ეს ყველაფერი სხვანაირად იყო, ოქრიაშვილს ძალიანაც უნდოდა ყოფილიყო ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით, ამაზე შიგნით გვქონდა კამათი, მაგრამ საბოლოოდ ვუთხარით უარი. იმიტომ, რომ არ იყო საიმედო და იმ ღირებულებების ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა ჩვენთან ყოფილიყო. გასაგებია ამ 4 თუ 8 წლის განმავლობაში იყო ჩვენთან, გადმოპორტირდა თუ როგორც ქვია, მაგრამ აქ ოცნებამ უთხრა უარი და ამის შემდეგ წავიდა ვითომ დამოუკიდებელი პარტია შექმნა და შემდეგ აიკრა ხუთი ნომერი. ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება ეს არის სამოთხე, იმ ადამიანების გარდა, რომელთაც პრივილეგირებული ბიზნესი უნდათ” , - განაცხადა სოზარ სუბარმა.
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)