|
2020-09-29 16:43:16, 596 ნახვა
საზოგადოება
2020 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს რეიტინგი გლობალური ინოვაციების ინდექსით 15 ადგილით გაუარესდა - IDFI
2020 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს რეიტინგი გლობალური ინოვაციების ინდექსით (GII) 15 ადგილით გაუარესდა და 48-დან 63-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, - ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. ● დასავლეთ აზიის და ჩრდილო აფრიკის ქვეყანათა ჯგუფში საქართველო რეიტინგით მე-6 ადგილს იკავებს 19 ქვეყნიდან; ● მიუხედავად გაუარესებული რეიტინგისა, საქართველო კვლავ დადებით ტენდენციებს ავლენს მთლიან შიდა პროდუქტისა და ინოვაციურობის თანაფარდობის თვალსაზრისით; ● საქართველო რეიტინგში უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინას, რუსეთსა და ბალტიის პირეთის ქვეყნებს. „2020 წლის შედეგები თვალსაჩინოს ხდის კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით არსებულ სტაგნაციას. ინოვაციური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში, შესაბამისად აუცილებელია ამ სექტორში არსებულ გამოწვევებისადმი კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომა და ხარვეზების აღმოფხვრა, განსაკუთრებით საყურადღებოა განათლების და ინფრასტრუქტურის სფეროები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)