|
2020-09-26 10:04:45, 538 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - წელს საქართველოს მხარდამჭერმა რეზოლუციამ გაეროს წევრი ქვეყნების უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა
წელს საქართველოს მხარდამჭერმა რეზოლუციამ გაეროს წევრი ქვეყნების უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ეფექტიანი მუშაობის შედეგია. „პირველ რიგში, ეს არის რუსული ოკუპაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება უწევთ. პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ქვეყნებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან და აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მათი მხარდაჭერის განმტკიცება, რათა მსოფლიომ ერთობლივი ძალებით აიძულოს რუსეთი, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ წელს საქართველოს მხარდამჭერმა რეზოლუციამ გაეროს წევრი ქვეყნების უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც უდავოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ეფექტიანი მუშაობის შედეგია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)