|
2020-09-25 10:08:13, 536 ნახვა
საზოგადოება
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" „Location Strategy Day" ფარგლებში სესია გამართა
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" საქართველოზე, როგორც ბიზნეს სერვისების აუთსორსინგისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე ვირტუალური ღონისძიების „Location Strategy Day" ფარგლებში სესია გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, აღნიშნული სესია Shared Services & Outsourcing Week Europe 2020 ფარგლებში გაიმართა, რომელიც აუთსორსინგის და საერთო სერვისების (shared services) მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ყოველწლიური კონფერენციაა. მათივე ცნობით, აღსანიშნავია ის, რომ „Location Strategy Day" ვირტუალურ შეხვედრას მოდერაცია გაუწია წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის Buck Consultants International პარტნიორმა. პანელისტებს შორის იყვნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ბიზნეს-სერვისების/საერთო სერვისების (shared services) მიმართულების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა The Lego Group, ING, Kier Group, და Cognia Law. საქართველოზე სესიის მსვლელობისას სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია ჩაატარა ქვეყნის წარმოსაჩენად, როგორც ბიზნეს პროცესის აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ლოკაცია. „10 წლის წინ, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდ ლოკაციად გარდაიქმნებოდა ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის კუთხით" განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. „მეიჯორელის" ქვეყნის მენეჯერმა ალექსანდერ მირონენკომ კი ისაუბრა საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კომპანიის შესახებ, რომელიც ქვეყანაში უკვე 1,500 ადამიანს ასაქმებს. მან აღნიშნა, რომ საქართველო „დამალული განძია" ევროპასა და აზიას შორის და რომ „ქართველების ნიჭი, განათლება და სტუმართმოყვარეობა ქვეყანას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის". პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. Invest in Georgia, რომელიც სააგენტოს 2017 წლიდან შეუერთდა, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. სააგენტო მაქსიმალურად ხელს უწყობს ინვესტორებს ინვესტიციის განხორციელების ყველა ეტაპზე.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)