|
2020-09-19 13:20:05, 635 ნახვა
საზოგადოება
თიანეთის მერის მძღოლი, რომელმაც გუშინ თვითმკვლელობა სცადა, კვლავ კომატოზურ მდგომარეობაშია
თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც გუშინ მასზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, კვლავ კომატოზურ მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ 23 წლის გიორგი ხუმარაშვილის ექიმმა ისაუბრა. „გართულებებს ღამის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. ისევ მძიმე მდგომარეობაში რჩება პაციენტი. ოპერაციულ ჩარევაზე ჯერ საუბარი არ არის. იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. არის თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ველოდებით ნერვოლოგიურ შედეგებს“, - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, ოჯახის განცხადებით, 23 წლის ბიჭზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ, რათა ხელისუფლებისთვის თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მიეწოდებინა. მათი თქმით, მეჭიაურის მძღოლს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას შალვა კერესელიძე და ზურაბ ბექაური აიძულებდნენ. 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა გუშინ თვითმკვლელობა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)