05:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 16:36:17, 747 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა ნავალნის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების დაწყება და რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება მოითხოვა

ევროპარლამენტმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების დაწყება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა, - ამის შესახებ დღეს მიღებულ რეზოლუციაშია საუბარი.

როგორც სააგენტო „მედუზას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს რუსეთთან ურთიერთობის გადაფასებას, რაც გულისხმობს „ნორდ სტრიმ 2-ის“ შესაძლო გაჩერებას.

ამასთანავე, ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს რუსულ ოპოზიციას და იზოლაციაში მოაქცევს რუსეთს საერთაშორისო ეკონომიკური სახის ფორუმებზე.

ევროპარლამენტის რეზოლუციას რეკომენდაციის სახე აქვს და იურიდიულად არ არის დამტკიცებული.

სანქციების რეალობაში განხორციელებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყევლა წევრი ქვეყნის თანხმობა.

აღნიშნული რეზოლუციის განხილვა, ევროპარლამენტის სხვადასხვა ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე, 21 სექტემბერს იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics