17:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 12:11:26, 658 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე IRI-ის კვლევაზე - არსებობს სხვა ავტორიტეტული კვლევა, სადაც „ქართულ ოცნებას“ 56% და მეტი მხარდაჭერა აქვს

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებობს სხვა ავტორიტეტული კვლევა, სადაც „ქართულ ოცნებას“ 56% და მეტი მხარდაჭერა აქვს.

თალაკვაძის თქმით, უკვე არსებული მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა.

„არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 56 და კიდევ უფრო მაღალი ნდობა მოსახლეობის მხრიდან და ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის შუაში. კამპანიის დასრულების შემდეგ ველით, რომ ეს მხარდაჭერა უფრო გაიზრდება. უკვე არსებული მხარდაჭერა არის საკმარისი იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა.

IRI-ის კვლევას რაც შეეხება, არაერთხელ განვმარტეთ ჩვენ, რომ ეს არის შედეგები, რომელიც დამუშავებულია ალოკაციის გარეშე,რაც არ ასახავს სრულფასოვან სურათს, თუ რა მხარდაჭერაა იმ ჯგუფებში, ვინც თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, საზოგადოების 36% ხმას „ქართულ ოცნებას“, 15% „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% კი, „ევროპული საქართველოს", დაუჭერს მხარს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics