08:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 16:47:33, 1266 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - შეგვიძლია, არსებულ ვითარებას მასშტაბური საკარანტინე ღონისძიებების და ბიზნესის დახურვის გარეშე გავუმკლავდეთ

„მთავრობა იმდენად მომზადებულია, რომ შეგვიძლია, არსებულ ვითარებას და ეპიდემიას  სრულად გავუმკლავდეთ, მასშტაბური საკარანტინე ღონისძიებების გარეშე, ბიზნესების დახურვის გარეშე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით,  უკვე გადავედით ადაპტირების ეტაპზე, რომ, მიუხედავად პანდემიისა, გაგრძელდეს ჩვეულებრივი, მეტნაკლებად ნორმალური ცხოვრების რეჟიმი, კომპანიები არ გაჩერდნენ, ბიზნესმა შექმნას დოვლათი და საჯარო სტრუქტურებმა იმუშაონ შეფერხების გარეშე.

„ამ ადაპტირების პროცესში ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ვირუსის წერტილოვან ლოკალიზაციაზე და გვაქვს უკვე ისეთი შემთხვევები, როდესაც,  ამა თუ იმ ორგანიზაციის თანამშრომლებს გამოუვლინდა ვირუსი, მაგრამ ამან არ შეაფერხა მათი მუშაობა, რადგან ძალიან დროულად, ყველა პროტოკოლის დაცვით მოხდა შემთხვევების გამოვლენა, უახლოესი კონტაქტების ლოკალიზება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics