03:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 14:32:10, 6082 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი სანქციების დაწესებას 31 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის გეგმავს - სიაში ლუკაშენკო არ არის

ევროკავშირი სანქციების დაწესებას 31 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის გეგმავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ აქვეყნებს.

მედიის ინფორმაციით, სიაში ალექსანდრე ლუკაშენკო არ არის. გამოცემა ასევე იუწყება, რომ შესაძლოა სია შეიცვალოს.

„ჩვენ თავდაპირველად 14 მაღალჩინოსანზე შევთანხმდით, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს საკმარისი არ იყო. ჩვენ კონსენსუსს კიდევ 17 ადამიანზე მივაღწიეთ. საქმე ეხება იმ მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებზე, ძალადობასა და დარბევაზე“,-  განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

სანქციების სიაზე ფორმალური შეთანხმება 21 სექტემბერს შედგება, მათ მიერ დაწესებული სანქციები კი, 22 სექტემბრიდან ამოქმედდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics