13:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 15:49:49, 3284 ნახვა

სამართალი
სადახლოზე 1 170 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე, საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და მოქალაქეების  მიმართ.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის სანომრე ნიშნით, სომხეთის მოქალაქის ა.ჰ.-ს მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტომობილის ეჭვის საფუძველზე, რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 58 500 კოლოფი სიგარეტი (1 170 000მ ღერი) და ალკოჰოლური სასმელი (18.25 ლიტრი) აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 005 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები,  შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics