2015-09-11 19:03:46, 1379 ნახვა
სხვადასხვა
ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ღამით სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ღამით სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ თურქეთის ქალაქ ანტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მგზავრებს შორის იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვები. მთავრობის მეთაურმა დაავალა სპეციალურ სამსახურებს, დაადგინონ რა გახდა მომხდარის მიზეზი და მოახდინონ რეაგირება. დღესვე საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ. ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან