|
2020-08-26 14:23:40, 1793 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, ამომრჩევლის იძულებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე მკაცრი სანქციები დაწესდეს
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე მკაცრი სანქციები დაწესდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. “ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარების შემდეგ, ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. "ქართული ოცნება" გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში. ამ ცვლილებებით როგორც ხედავთ კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი. ჩვენი მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში” , - განაცხადა თალაკვაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)