01:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 11:47:35, 5435 ნახვა

მსოფლიო
ნავალნის მოწამვლის გამო, აშშ და ევროპა რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილა, უმკაცრესი სანქციების შესახებ, თუ ალექსეი ნავალნის საქმე, სწრაფად და ეფექტურად არ იქნება გამოძიებული. 
აშშ-ს მიაჩნია, რომ თუ გამოძიება არ დაიწყება, რუსი ოპოზიციონერის მოწამვლაში ხელისუფლებაა გარეული.
 
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის პირველი მოადგილე სტივენ ბიგანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს შეხვდა და საუბარი დაძაბული იყო. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, რომ აშშ რუსეთს ემუქრება უმკაცრესი სანქციებით, რომლის ფონზე 2016 წელს "ამერიკულ არჩევნებში ჩარევის გამო დაკისრებული სანქციები ფერმკლთალი მოეჩვენებათ" -  წერია უწყების პრეს-რელიზში.

შორს მიდის გარმანიის ბუნდესტაღის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ ნორდგენი, როელმაც თქვა, რომ ნავალნის მოწავლა "ბოსის" გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. - გადმოსცემს "დოიჩე ველე". გერმანელი პოლიტიკოსები მოითხოვენ რუსეთს დაუწესდეს სანქციები, სანამ ყველა დამნაშავე დასჯილი არ იქნება.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე ჟოზეფ ბარელი, ამბობს, რომ ელოდება დამნაშავეთა უმკაცრეს დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს "სანქციების ცუნამის" ატანა. 
კრემლის განცხადებით, რუსეთი ოპოზიციონერის მოწამლის საქმის გამოძიებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ გერმანელ ექიმებს საბოლოო დასკვნა არ დაუდევთ და სიტყვა მოწამვლის გამოყენება „დაჩქარებულია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics