21:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-25 16:29:32, 6301 ნახვა

კომენტარი
სოფო კილაძე - კარგი იქნებოდა, ელენე ხოშტარიას ოკუპანტი ქვეყანა მაშინ გახსენებოდა, როდესაც იქ სწავლობდა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კარგი იქნებოდა ელენე ხოშტარიას რუსეთის ოკუპანტობა მაშინ გახსენებოდა, როცა იმ ქვეყანაში სწავლობდა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან რაიმე ფორმით ალიანსშია.

„ელენე ხოშტარია თვითონ როდესაც სწავლობდა ოკუპანტ ქვეყანაში, კარგი იქნებოდა მაშინ გახსენებოდა რომ ოკუპანტია ის ქვეყანა.

ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან ოკუპანტისგან ფინანსდება, ეს კანონის დარღვევა არის პირველ რიგში და მორალურადაც დაუშვებელია და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან ვინმე იღებდეს რაიმე ტიპის დაფინანსებას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics