15:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 23:26:39, 1481 ნახვა

რეგიონი
ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე

პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“  ფარგლებში მიმდინარეობს.

ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა პოლონელ მომხმარებელს უკვე ჰქონდა ქალაქ ოპოლეში, დეკემბრის მეორე ნახევარში ანალოგიური ღონისძიებები ტორუნსა და უსტრონში გაიმართება.

სტუმრებს საშობაო ბაზრობებზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში ქართულ ღვინოსთან ერთად ქართული სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობაც ეძლევათ. 

ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთში უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ქვეყანა  ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნულ ქვეყანაში განხორციელებული მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია 2019 წლის 11 თვის მონაცემებითაც: საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3,7 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 24%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics