17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 18:35:07, 1060 ნახვა

სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები შსს-ს გენინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, შეხვედრაზე უნდა განიხილონ ერთ-ერთი პოლიციელის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომელმაც მის მეუღლეს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ „მათი შვილი მაგარ შარშია“.

„უნდა გამომკითხონ იმასთან დაკავშირებით, რაც ბაჭულაშვილმა მითხრა - შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეულიო. ეს ჩემმა მეუღლემაც გაიგო და მოსული ვართ გენინსპექციაში. ვნახოთ, რას იტყვიან. ველოდები. დიდი ხანია, არანაირი რეაგირება არ ყოფილა. თვითონვე დამიკავშირდნენ გენინსპექციიდან დღევანდელ გამოკითხვასთან დაკავშირებით. აქამდე არ გამოვკითხულვარ ამ თემაზე. სულ ვიძახდი, რატომ არ გაინტერესებთ, თუ რის გამო მითხრა ამ პიროვნებამ ასე, რომ დავურეკე, ბაჭულაშვილმა ​მითხრა, შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეულიო და მაგასთან დაკავშირებით. ეს მეუღლემაც გაიგო და მოსული ვართ ახლა გენინსპექციაში, ვნახოთ, რას იტყვიან ამაზე. ამას ველოდებით დიდი ხანია, არაფერი რეაგირება ამაზე დღემდე არ ყოფილა. ველოდებით რა იქნება“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics