00:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 16:08:07, 1214 ნახვა

მსოფლიო
პუტინი მერკელს - უცხო ძალების მცდელობა, ჩაერთონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თემა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, ბელარუსში მიმდინარეობა მოვლენებია.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ნებისმიერი მცდელობა უცხო ძალების მიერ, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია.

ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან საუბარში აღნიშნა, რომ ამის მსგავსი რაიმე შემთხვევა ბელარუსის პოლიტიკური კრიზისის ესკალაციამდე მივა. 

„მხარეებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დაწვრილებით განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია,“- აღნიშნულს კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics