00:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 15:42:05, 1214 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სარაკეტო ჭურვებით თავდასხმა მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სარაკეტო ჭურვებით თავდასხმა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქებისას ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი.

თავდასხმა ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა ქალაქის „მწვანე ზონაში“ მოხდა, სადაც საელჩოები და ნატოს ოფისი არის განლაგებული.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა როგორც ადგილობრივი შსს იტყობინება, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდა, რის საფუძველზეც გასულ კვირას ავღანეთის მთავრობამ თალიბანის წევრები გაათავისუფლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics