21:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 13:37:13, 467 ნახვა

პოლიტიკა
აჭარასა და დალიანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.  ორმოცდაათ წევრიანი დელეგაციის შემადგენლობაშია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წლის 10 სექტემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ და დალიანის მერმა, შენგფენგ სიაომ მოაწერეს ხელი.

 შეთანხმება ითვალისწინებს თანასწორობის, თანამშრომლობისა და ორმხრივ სარგებელზე დაყრდნობით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მომსახურების ინდუსტრიის, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა სფეროებში.

ამ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო დალიანში საქართველოს პრემიერ -მინისტრისა და მასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბოლო ვიზიტის შემდეგ.

აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას ჩამოყალიბდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანის მუნიციპალიტეტს შორის. მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის მიღწევას უზრუნველყოფს ხელმძღვანელ პირებსა და შესაბამის უწყებებს შორის რეგულარული ურთიერთობები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics