00:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 23:32:34, 1111 ნახვა

მსოფლიო
ლინა ლინკევიჩუსი - რუსეთის სამხედრო ძალების დახმარების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, ეს ქვეყანაში შეჭრაა

„რუსეთის სამხედრო ძალების დახმარების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, ეს ქვეყანაში შეჭრაა“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გონივრულად უნდა მოიქცეს და არ გარისკოს.

 „რუსეთის სამხედრო ძალების დახმარების კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ეს ქვეყანაში შეჭრა იქნება და გაანადგურებს დამოუკიდებლობის უკანასკნელ ნიშნებს. რუსეთი ამით ძალიან ბევრს გარისკავს, იმის ფონზე, რაც ბელარუსში ხდება. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ეს გაუმართლებელი იქნება, როგორც კანონის, ასევე მორალის და პოლიტიკური კუთხით“,  - განაცხადა ლინა ლინკევიჩუსიმ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსული სამხედრო დანაყოფები შევიდნენ, რომლებიც მინსკის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics