|
2020-08-15 11:47:56, 1031 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება. კომბინირებული სპორტული მოედანი - თანამედროვე სტანდარტის მინი ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონები მოეწყო ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ. სტადიონები 1 200 კვ.მ ფართობზე განთავსდა. გარდა ამისა, მოედნები ასევე, მოეწყო ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, 1 100 კვ.მ ფართობზე ფეხბურთის სტადიონთან ერთად, ჩოგბურთის კორტიც განთავსდა. დასრულებულ სპორტულ მოედნებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა. „სპორტული მოედნების მოწყობა ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. ამიტომ, მომზადდა პროექტი, განხორციელდა სამუშაოები და დღეს უკვე აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ ადამიანებს აქვთ თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილი ჩოგბურთის კორტი, ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონები. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და შესაბამისი პირობების შექმნას ვაკის რაიონში გამგეობა მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. ჩოგბურთის კორტის, ფეხბურთის მოედნებისა და კალათბურთის სტადიონის პროექტების ჯამური ღირებულება 502 000 ლარს შეადგენს.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)