18:32 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 00:17:18, 1035 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - საერთო ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს დესტრუქციული ოპოზიციის თუ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ველიდან გაყვანა

„მინდა გავიმეორო, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს დესტრუქციულ ოპონენტებს - ახალგორი, კოდორი, ათიათასობით დევნილი მოსახლეობა, რომელიც დღეს გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს", - ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას.

თავდაცვის მინისტრმა მშვიდობის უალტერნატივობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობა ვერ აარიდა 2008 წლის ომს.

„ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, რატომ ვიხსენებთ წარსულს. ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ მათ ამ მძიმე წარსულს და მძიმე შეცდომას კი არა დანაშაულს, მანამ, სანამ ეს ადამიანები არ მოიხდიან ბოდიშს თითოეული ქართველის წინაშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განმარტებით, დესტრუქციული ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან უნდა განიდევნოს. „საერთო ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს ყველა, ნებისმიერი, სახელების გარეშე, დესტრუქციული ოპოზიციის თუ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ველიდან გაყვანა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics